მსაჯული 17:8
7. ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი იუდას ბეთლემში, იუდას ტომში, ლევიანი იყო და იქ მდგმურობდა.8. წავიდა ეს კაცი იუდას ბეთლემიდან, რომ სადმე მდგმურად დამდგარიყო, სადაც მოუხვდებოდა და, თავის გზით მიმავალი, ეფრემის მთაში მიქას სახლს მოადგა.9. უთხრა მიქამ: საიდან მოდიხარ? მან მიუგო: ლევიანი ვარ, იუდას ბეთლემიდან, დავდივარ, რომ სადმე მდგმურად დავდგე, სადაც მომიხდება.
მსაჯული თავი 17