მსაჯული 18:2
1. იმ ხანებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა. იმ ხანებში დანის ტომი თავის წილხვდომილს დაეძებდა, რომ იქ დასახლებულიყო, რადგან ჯერაც არ ხვდომოდა წილი ისრაელის ტომთა შორის.2. ხუთი კაცი გაგზავნეს დანიანებმა თავიანთი ტომიდან, ცორელები და ეშთაოლელები, მაგარი ვაჟკაცები, რომ მხარე დაევლოთ და დაეზვერათ. უთხრეს, წადით და მხარე დაზვერეთო. მივიდნენ ეფრემის მთაში მიქას სახლთან და ღამე იქ გაითიეს.3. მიქას სახლთან ყოფნისას ეცნოთ ყმაწვილი ლევიანის ხმა, შევიდნენ და ჰკითხეს: აქ ვინ მოგიყვანა, არას აკეთებ, რა გინდა აქ?
მსაჯული თავი 18