მსაჯული 18:28
27. წაიღეს მიქას ნაკეთობანი და მისი მღვდელიც თან წაიყვანეს. დაეცნენ ლაიშში წყნარ და უზრუნველ ხალხს, მახვილით მოსრეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი.28. არავინ აღმოჩნდა მისი მშველელი, რადგან ციდონისგან შორს იყო და არა ხალხთან არ ჰქონდა საქმე. ეს ქალაქი ვაკეზე მდებარეობდა ბეთ-რეხობის ახლოს. ხელახლა ააშენეს ქალაქი, დასახლდნენ მასში.29. თავიანთი მამის, დანის, ისრაელის ძის, სახელობაზე უწოდეს დანი, მანამდე კი ქალაქს ლაიში ერქვა.
მსაჯული თავი 18