მსაჯული 20:36
35. დაამარცხა უფალმა ბენიამინი ისრაელიანთა წინაშე და იმ დღეს ისრაელიანებმა ოცდახუთი ათას ასი კაცი გაანადგურეს ბენიამინიანთაგან, მახვილის ამღები.36. დაინახეს ბენიამინიანებმა, რომ დამარცხდნენ. ისრაელიანებმა ადგილი უტიეს ბენიამინიანებს, რადგან ჩასაფრებულთა იმედი ჰქონდათ, მათი, ვინც გიბყის ახლოს ჩაასაფრეს.37. ჩასაფრებულები გაეჩქარნენ გიბყისკენ, შეიჭრნენ და მახვილით მოსრეს მთელი ქალაქი.
მსაჯული თავი 20