მსაჯული 20:40
39. დაიხიეს ბრძოლის ველიდან ისრაელიანებმა, ბენიამინი კი მუსრს ავლებდა ისრაელიანებს, გაწყვიტა ოცდაათამდე კაცი, თქვა: ისევ ეცემიან ჩვენს წინაშე როგორც ამასწინდელი ბრძოლების დროსო,40. და სწორედ მაშინ აღიმართა ქალაქზე კვამლის სვეტი. მოიხედა ბენიამინმა და, აჰა, ცაში მიდის მთელი ქალაქი.41. გამობრუნდნენ ისრაელიანები, ბენიამინი კი შედრკა, რადგან დაინახა, რომ უბედურება დაატყდა.
მსაჯული თავი 20