ნეემია 1:10
9. მაგრამ თუ მოიქცევით ჩემკენ, დაიმარხავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომც იყოთ გაფანტულნი, იქიდან შეგკრებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო.10. ისინი ხომ შენი მორჩილნია და შენი ერია, შენი დიდი ძალითა და მაგარი ხელით რომ გამოისყიდე.11. გევედრები უფალო, დაე, შენი ყური სმენად იყოს შენი მორჩილის ლოცვისა და იმ შენ მორჩილთა ლოცვების მიმართ, შენი სახელისადმი მოწიწება რომ უყვართ. ახლა კი ხელი მოუმართე შენს მორჩილს და ამ კაცის წინაშე წყალობა აპოვნინე. მე მეფის ღვინისმწდე ვიყავი.
ნეემია თავი 1