ნეემია 1:2
1. ნეემია ხაქალიას ძის სიტყვები. ქისლევის თვეში, მეოცე წელს, სატახტო ქალაქ შუშანში რომ ვიყავი,2. ხანანი, ერთ-ერთი ჩემ მოძმეთაგანი, და სხვა რამდენიმე კაცი მოვიდა იუდადან. გამოვკითხე დარჩენილ იუდაელებზე, ტყვეობას რომ გადაურჩნენ, და იერუსალიმზე.3. მითხრეს: ის დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადურჩნენ იქ, ქვეყანაში, დიდ უბედურებაში და დამცირებაში არიან; დანგრეულია იერუსალიმის კედელი, მისი კარიბჭეები კი ცეცხლშია გადაბუგული.
ნეემია თავი 1