ნეემია 10:30
29. შეუერთდნენ თავიანთ ძმებს, თავიანთ წარჩინებულებს, და შეჰფიცეს და ფიცით აღთქმა დადეს, რომ მოსეს, ღვთის მორჩილის ხელით მოცემულ ღვთის რჯულს დაიცავდნენ და შეასრულებდნენ უფლის, ჩვენი პატრონის, ყველა მცნებას, მის სამართალს და წესებს,30. რომ ჩვენს ასულებს უცხო ქვეყნის ხალხებს არ გავატანდით, და არც მათ ასულებს შევრთავდით ჩვენს ვაჟებს.31. იმ ქვეყნის ხალხებისგან, რომელთაც შაბათობით გასასყიდათ მოაქვთ საქონელი და ყოველგვარი საზრდო, აღარაფერს შევიძენთ შაბათ დღეს - წმიდა დღეს. მეშვიდე წელს ყანას დავასვენებთ და ყველანაირ ვალს მივუტევებთ.
ნეემია თავი 10