ნეემია 10:36
35. ჩვენ ვიკისრეთ მიწის პირველმოწეული ნაყოფის, ყველა ხეხილის პირველმოწეული ნაყოფის წლიდან წლამდე უფლის სახლში მიტანა,36. ჩვენი ვაჟებიდან და პირუტყვიდან, რჯულში დაწერილის მიხედვით, პირმშოთა მიყვანა ჩვენი ღმერთის სახლში, ღვთის სახლში მომსახურე მღვდლებთან, ჩვენს პირველმოგებულ ხარებთან და ცხვრებთან ერთად.37. ჩვენს პირველ ცომს, ჩვენს შესაწირავს, ყველა ხის ნაყოფს, მაჭარს და ზეითუნის ზეთს, მღვდლებს მივართმევთ, ჩვენი ღმერთის სახლის ოთახებში; ჩვენი მიწიდან მეათედს ლევიანებს მივუტანთ. ლევიანები მეათედს აიღებენ ყველა ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან.
ნეემია თავი 10