ნეემია 10:39
38. აარონიანი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ისინი ლევიანთა მეათედს აიღებენ. ლევიანები ამ მეათედიდან მეათედს ჩვენი ღმერთის სახლის საგანძურის ოთახებში აიტანენ;39. რადგან ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ისრაელიანებმა და ლევიანებმა შესაწირავი ხორბალი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი. იქ ინახება წმიდა ჭურჭელი; მოსამსახურე მღვდლები, კარისმცველნი და მგალობელნიც იქვე არიან. არ მივატოვებთ ჩვენი ღმერთის სახლს!
ნეემია თავი 10