ნეემია 11:2
1. ერისმთავრები იერუსალიმში დასახლდნენ: დანარჩენმა ხალხმა წილი ყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში - წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრანი სხვა ქალაქებში.2. ხალხმა დალოცა ყველა ისინი, ვინც თავისი ნებასურვილით დასახლდა იერუსალიმში.3. აჰა, ის ოლქის მთავრები, იერუსალიმში რომ დასახლდნენ. იუდას ქალაქებში თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში და ქალაქებში ცხოვრობდნენ ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა შთამომავალნი.
ნეემია თავი 11