ნეემია 13:19
18. განა ასე არ იქცეოდა თქვენი მამა-პაპა, განა ამის გამო არ იყო, რომ ჩვენმა ღმერთმა ასეთი უბედურება მოავლინა ჩვენზე და ამ ქალაქზე? თქვენ კი შაბათის წაბილწვით უმატებთ ღვთის რისხვას ისრაელზე!19. შაბათის წინა საღამოს, როგორც კი იერუსალიმის კარიბჭეებთან ჩამობნელდა, ვუთხარი და ჩაკეტეს კარები; განკარგულება გავეცი, რომ შაბათის მომდევნო დილამდე არ გაეღოთ. ჩემი მსახურები დავაყენე კარიბჭეებთან, რომ შაბათ დღეს არანაირი ტვირთი არ შემოტანილიყო.20. სოვდაგრებმა და ნაირ-ნაირი საქონლით მოვაჭრეებმა ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ გაათიეს ღამე.
ნეემია თავი 13