ნეემია 13:25
24. და მათი შვილების ნახევარი ან აშდოდურად, ანდა სხვა რომელიმე ხალხის ენაზე ლაპარაკობდა, იუდაური ენა კი აღარ იცოდა.25. დავტუქსე ისინი, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ მათგანს და თმა-წვერი ვაგლიჯე. ღმერთზე დავაფიცე, რომ თავიანთ ასულებს მათ ვაჟებს არ მიათხოვებდნენ და მათ ასულებს თავიანთ ვაჟებს არ შერთავდნენ და არც თავად არ მოიყვანდნენ.26. განა ამ საქმეზე არ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ? ბევრ ხალხს როდი ჰყოლია იმისთანა მეფე. მის ღმერთს უყვარდა იგი და მეფედ დააყენა მთელ ისრაელზე; თუმცა-ღა ისიც აცდუნეს უცხოელმა ცოლებმა.
ნეემია თავი 13