ნეემია 13:4
3. ეს რჯული რომ მოისმინეს, ყველა სხვა თესლ-ტომი გამოარიდეს ისრაელს.4. ამის წინ ელიაშიბ მღვდელმა, ტობიას ახლობელმა, ჩვენი ღმერთის სახლის ოთახში რომ ცხოვრობდა,5. ტობიას ის დიდი ოთახი მოუწყო, სადაც ადრე წესისამებრ საძღვნო, საკმეველი, ჭურჭლეული, ხორბლის მეათედი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი ინახებოდა ლევიანთათვის, მგალობელთათვის და კარისმცველთათვის, სამღვდლო შესაწირავთან ერთად.
ნეემია თავი 13