ნეემია 2:19
18. ვუთხარი ჩემი ღმერთის ხელზე, სასიკეთო რომ იყო ჩემთვის, და მეფის სიტყვებზე, რომ მითხრა. თქვეს: ავდგეთ და ავაშენოთ! და ხელი გაამტკიცეს სასიკეთოდ.19. გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელთა მორჩილმა და გეშემ არაბმა და დაცინვითა და ზიზღით ყურება დაგვიწყეს. ამბობდნენ: ამას რას სჩადით? მეფის წინააღმდეგ აღდგომა ხომ არ გინდათ?20. სიტყვა შევუბრუნე და ვუთხარი: ცათა ღმერთმა მოგვიმართა ხელი და ჩვენც, მისი მორჩილნი, ავდგებით და ავაშენებთ, თქვენ კი იერუსალიმში არა გაქვთ-მეთქი არც წილი, არც უფლება და არც სახსენებელი.
ნეემია თავი 2