ნეემია 3:13
12. მის გვერდით ამაგრებდა შალუმ ჰალოხეშის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი, თავის ასულებთან ერთად.13. ხევის კარიბჭეს ამაგრებდნენ ხანუხი და ზანოახის მკვიდრები. მათ ააშენეს იგი, ჩაუყენეს კარები და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს. მათვე გაამაგრეს ათასი წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე.14. თვით სანაგვის კარიბჭეს კი ამაგრებდა მალქია რექაბის ძე, ბეთ-ჰაქერემის ოლქის მთავარი; მან ააშენა, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა.
ნეემია თავი 3