ნეემია 3:15
14. თვით სანაგვის კარიბჭეს კი ამაგრებდა მალქია რექაბის ძე, ბეთ-ჰაქერემის ოლქის მთავარი; მან ააშენა, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა.15. წყაროს კარიბჭეს ამაგრებდა შალუმ ქოლ-ხოზეას ძე, მიცფას ოლქის მთავარი. ააშგნა მან, გადახურა იგი, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა. მანვე ააშენა მეფის ბაღის წინ სილოამის ტბორის კედელი, დავითის ქალაქიდან ჩასასვლელ კიბეებამდე.16. მის იქით ამაგრებდა ნეემია ყაზბუკის ძე, ბეთ-ცურის ნახევარი ოლქის მთავარი, დავითის სამარხის მოპირდაპირე მხარემდე, ხელოვნურ ტბორამდე და გმირთა სახლამდე.
ნეემია თავი 3