ნეემია 4:17
16. იმ დღიდან ასე იყო. ჭაბუკთა ნახევარი საქმეს აკეთებდა, მათი ნახევარი კი შუბით, ფარით, მშვილდითა და მუზარადით იყო შეიარაღებული. მთავრები კი მთელი იუდას სახლის უკან იდგნენ.17. კედლის მშენებლები კედელს აშენებდნენ და ტვირთის მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ; ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალ ხელში იარაღი ეჭირათ.18. თითოეული მშენებელი, წელზე მახვილშემორტყმული აშენებდა. გვერდით კი მებუკე მყავდა.
ნეემია თავი 4