ნეემია 5:14
13. გამოვიბერტყე ჩემი სამოსლის უბე და ვთქვი: ასე გამობერტყოს-მეთქი ღმერთმა თავისი სახლიდან და მამულიდან ყველა ის კაცი, რომელიც ამ სიტყვას არშეასრულებს; ასე იყოს-მეთქი გაბერტყილი და გამოცარიელებული. და თქვა მთელმა კრებულმა: ამინ! და განადიდა უფალი. ხალხმა შეასრულა ეს სიტყვა.14. იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას ქვეყანაში ოლქის განმგებლობა მიბრძანა, მეფე ართახშასთას მეოცე წლიდან ოცდამეთორმეტე წლამდე - თორმეტი წლის განმავლობაში მე ჩემს მოძმეებთან ერთად ოლქის განმგებლის პური არ მიჭამია.15. წინანდელი ოლქის განმგებელნი, ჩემამდე რომ იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და, ორმოცი შეკელის გარდა, პურს და ღვინოსაც ართმევდნენ; ამის გარდა, მათი ნაშიერები ხალხზე ბატონობდნენ. მე კი, ღვთის შიშის გამო, ასე არ ვიქცეოდი.
ნეემია თავი 5