ნეემია 5:8
7. მაგრამ გულმა მიკარნახა და დავა დავუწყე დიდებულებს, თავკაცებს და ვუთხარი თქვენს მოძმეთაგან ვახშს იღებთ-მეთქი. მათ წინააღმდეგ დიდი კრებული მოვიწვიე.8. და ვუთხარი: წარმართებს მიყიდული ჩვენი იუდაელი მოძმენი გამოვისყიდეთ, რამდენადაც შეგვეძლო თქვენ კი საკუთარ ძმებს ყიდით და ჩვენ გვეყიდებიან ისინი. ისინი კი დუმდნენ, სიტყვას ვერ პოულობდნენ.9. ვუთხარი: არ არის კარგი ეს საქმე, თქვენ რომ აკეთებთ. განა ჩვენი ღმერთის შიშით არ უნდა დადიოდეთ, რათა ხალხებისგან და ჩვენი მტრებისგან სირცხვილი აიცილოთ?
ნეემია თავი 5