ნეემია 6:6
5. ასეთი სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი მსახური, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ჰქონდა.6. მასში ეწერა: ხალხებში ხმა დადის და გეშემიც ამბობს, რომ შენ და იუდაელებს განდგომა გაქვთ განზრახული და ამიტომაც აშენებ კედელს. როგორც ამბობენ, შენ იქნები მათი მეფე.7. წინასწარმეტყველებიც დაგიყენებია, რომ იერუსალიმში იქადაგონ და თქვან: იუდაშიაო მეფე. ახლა, მეფის ყურამდე მივა ეს სიტყვები. ამიტომ მოდი და ერთად მოვითათბიროთ.
ნეემია თავი 6