ნეემია 8:11
10. უთხრა მათ: წადით და ცხიმიანი ჭამეთ და ტკბილი დალიეთ, ნაწილი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არ მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის. ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარულია თქვენი გაძლიერება.11. ლევიანები ამშვიდებდნენ მთელ ხალხს და ეუბნებოდნენ: გაჩერდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ სწუხართო!12. წავიდა მთელი ხალხი საჭმელად, სასმელად, წილობების დასაგზავნად და დიდი სიხარულის საყოფად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომელნიც მათ ამცნეს.
ნეემია თავი 8