ნეემია 8:15
14. ნახეს რჯულში დაწერილი, სადაც მოსეს მეშვეობით უფალი თავის ხალხს უბრძანებს, რომ ისრაელიანებმა მეშვიდე თვის დღესასწაულისას კარვებში იცხოვრონ.15. რომ გამოუცხადონ და ხმა მიაწვდინონ ყველა ქალაქსა და იერუსალიმს; გადით მთაზე და მოიტანეთ ბაღის ზეთისხილისა და ველური ზეთისხილის ფოთლები, ღვიის, პალმისა და სხვა ხეების ფოთლები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით.16. გავიდა ხალხი, მოიტანა და გაიკეთა კარვები ყველამ თავ-თავის ბანზე, ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლების კარიბჭისა და ეფრემის კარიბჭის მოედნებზე.
ნეემია თავი 8