ნეემია 8:4
3. წყლების კარიბჭესთან რომ მოედანია, იქ კითხულობდა მას განთიადიდან შუადღემდე კაცების, ქალებისა და გამგებთა წინაშე. მთელი ერის ყური რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი.4. ეზრა მწიგნობარი იდგა ხის კვარცხლბეკზე, ამ საქმისთვის რომ იყო გამართული; მის ახლოს, ხელმარჯვნივ, მათითია, შემაყი, ყანაია, ურია, ხილკია და მაყასია იდგნენ; მის ხელმარცხნივ კი ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა, ზაქარია და მეშელამი იდგნენ.5. ეზრამ მთელი ხალხის თვალწინ გახსნა წიგნი, რადგან მთელ ხალხზე მაღლა იდგა. როდესაც გახსნა იგი, მთელი ხალხი ფეხზე წამოუდგა.
ნეემია თავი 8