ნეემია 9:16
15. პურს ზეციდან აძლევდი შიმშილის მოსაკლავად და წყალს კლდიდან გადმოუხეთქავდი წყურვილის დასაცხრობად. შენ უთხარი, რომ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად წასულიყვნენ, რომლის მიცემაც ფიცით გქონდა აღთქმული მათთვის.16. მათაც და ჩვენმა მამა-პაპამაც შესცოდეს, გაიფიცხეს ქედი და ყურს აღარ უგდებდნენ შენს მცნებებს;17. არც გაგონება ინდომეს, არც ის შენი საკვირველებანი გაიხსენეს, მათ რომ გაუკეთე. ქედი გაიფიცხეს და თავიანთი ურჩობით ბელადი დაიყენეს მონობაში დასაბრუნებლად. მაგრამ შენ ღმერთი ხარ, შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე; რისხვისას დინჯი ხარ, წყალობის გაღებისას კი უხვი, ამიტომაც არ მიატოვე ისინი.
ნეემია თავი 9