ნეემია 9:20
19. მაგრამ შენ შენი დიდი გულმოწყალებით არ სტოვებდი მათ უდაბნოში. დღისით ღრუბლის სვეტი არ შორდებოდა გზაზე საწინამძღვროდ, და ღამით ცეცხლის სვეტი, ის გზა რომ გაენათებინა, რომელსაც ადგნენ.20. შენი კეთილი სული მიანიჭე მათ ჭკუის დასარიგებლად. შენი მანანა მათი პირიდან არ მოგიშორებია. ამავე დროს წყალს აძლევდი მათ წყურვილის მოსაკლავად.21. ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში და არაფერი არ აკლდათ, სამოსელი არ უცვდებოდათ და ფეხები არ უსივდებოდათ.
ნეემია თავი 9