ნეემია 9:34
33. შენ მართალი ხარ ყველაფერში, რაც კი ჩვენზე მოავლინე, ვინაიდან შენ წრფელად იქცეოდი, ჩვენ კი ბოროტებას ჩავდიოდით.34. ჩვენი მეფენი, ჩვენი მთავრები, ჩვენი მღვდლები, ჩვენი წინასწარმეტყველები არ ასრულებდნენ შენ რჯულს, ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებსა და შეგონებებს, რომლითაც მათ შეაგონებდი.35. არ გემსახურებოდნენ თავიანთი ხელმწიფობისა და შენს მიერ მინიჭებული კეთილდღეობის ჟამს იმ ვრცელსა და პოხიერ ქვეყანაში, შენ რომ უბოძე, და თავიანთი უკეთური საქმეებისგან უკან არ იხევდნენ.
ნეემია თავი 9