ნეემია 9:36
35. არ გემსახურებოდნენ თავიანთი ხელმწიფობისა და შენს მიერ მინიჭებული კეთილდღეობის ჟამს იმ ვრცელსა და პოხიერ ქვეყანაში, შენ რომ უბოძე, და თავიანთი უკეთური საქმეებისგან უკან არ იხევდნენ.36. აჰა, დამონებული ვართ დღეს; აჰა, იმ ქვეყანაში, ჩვენ მამა-პაპას რომ უბოძე, რათა მისი ნაყოფითა და დოვლათით ესაზრდოვა, დამონებული ვართ.37. მისი უხვი მოსავალი იმ მეფეებისაა, რომელნიც ჩვენ დაგვიყენე ჩვენი ცოდვების გამო. ჩვენ სხეულებსაც ეპატრონებიან ისინი თავიანთ ნებაზე, და ჩვენს საქონელსაც, დიდ გასაჭირში ვიმყოფებით.
ნეემია თავი 9