ნეემია 9:4
3. იდგნენ თავ-თავიანთ ადგილას, დღის მეოთხედში და უფლის, თავიანთი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, მეორე მეოთხედში კი აღსარებას ამბობდნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.4. იესო, ბანი, ყადმიელი, შებანია, ბენი, შერებია, ბანი, ქენანი ლევიანთა ამაღლებულზე შედგნენ და ღაღადით მოუხმეს უფალს, თავიანთ ღმერთს.5. ლევიანებმა - იესომ, ადმიელმა, ბანიმ, ხაშბანიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ უთხრეს: ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე. დაე, აკურთხონ შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებაზე აღმატებულია.
ნეემია თავი 9