ოსია 10:11
10. ჩემი ნებისაებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ ხალხები, როცა შეპყრობილნი იქნებიან ორმაგი უკეთურების გამო.11. გაწვრთნილი ხბოა ეფრემი, ლეწვას შეჩვეული; მე თავად გადავივლი მის სქელ ქედზე და გავხედნი ეფრემს; იუდა შეუდგება ხვნას, იაკობი კი დაუფარცხავს.12. თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ თქვენთვის ყამირი, დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს გაწვიმებდეთ.
ოსია თავი 10