ოსია 2:12
11. გავაუქმებ ყველა მის სიხარულს, ზეიმს, ახალმთვარობას, შაბათს და ყველა დღესასწაულს;12. გავუჩანაგებ ვაზსა და ლეღვის ხეებს, რომლებზეც ამბობს, ჩემი საჩუქრებია, ჩემმა საყვარლებმა მაჩუქესო; ტყედ ვაქცევ და გარეული მხეცები შეჭამენ მათ.13. მას მოვკითხავ ბაალთა დღეებს, როცა გუნდრუკს უკმევდა მათ, და რგოლებითა და სამკაულებით თავს იმშვენებდა; როცა საყვარლებს დასდევდა, მე კი მივიწყებდა, თქვა უფალმა.
ოსია თავი 2