ოსია 4:13
12. ჩემი ერი ხეზე მკითხაობს და მისი ტოტი უცხდებს მას, რადგან ბოზობის სულმა შეაცდინა ისინი და განუდგნენ თავიანთ ღმერთს.13. მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და გორაკებზე აკმევენ საკმეველს მუხის, ჭადრისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამურია მათი ჩრდილი; ამიტომ ბოზობენ შენი ასულები და მრუშობენ შენი რძლები.14. როგორ არ მოვკითხო შენს ასულებს, როცა ბოზობენ, და შენს რძლებს, როცა მრუშობენ, რადგან მამაკაცები ბოზ ქალებთან დაეთრევიან და როსკიპებთან ერთად სწირავენ მსხვერპლს; უმეცარი ხალხი კი იღუპება.
ოსია თავი 4