...აყვანი სცეს, ადრე იერუსალიმში ეჭვი შეიტანეს, ვითარცა ეს ლუკამ გვაუწყა. იესო მათ ეუბნება: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, რაც ნიშნავს: თუმცა ვითარცა ღმერთსა და შემოქმედს ძალაუფლება ყოველთა ზედა ყოველთვის მქონდა, როგორც ამას ღმერთის მიმართ დავითი ამბობს: ყოველივე შენ გმსახურებს (). მაგრამ ნებით დამორჩილებულნი არ მყოლია; ახლა კი, როცა ჯვრის მეშვეობით სიკვდილის მეუფებაზე გავიმარჯვე, ვფიქრობ, ყოველივე დამემორჩილება. მორჩილება ხომ ორგვარია: უნებური, რომლის მიხედვითაც ყველანი ღმრთის მონანი და მორჩილნი ვართ, თვით დემონებიც კი, და ნებსითი, ვითარცა, მაგალითად, პავლე იყო მონა ქრისტესი. ადრე, როცა ყველა მხოლოდ უნებურად ემორჩილებოდა, მაცხოვარსაც თითქოს ყოველთა ზედა ნახევარი ძალაუფლება ჰქონდა; ხოლო შემდგომად ჯვარცმისა, როცა ღმრთის შემეცნება ყველასათვის მისაწვდომი გახდა და, როცა ყოველი ნებაყოფლობითი მორჩილებით დაემორჩილა, ქრისტე სამართლიანად, ამბობს: მომეცა ყოველი ჴელმწიფებაჲ, რადგან უკეთუ ადრე ჩემი ძალაუფლება ნაწილობრივი იყო, რაკიღა ვითარცა შემოქმედს, მხოლოდ უნებურად მემორჩილებოდნენ, ახლა, როცა ადამიანები შეგნებულად მემსახურებიან, მე უკვე სრული და მთლიანი ძალაუფლება მაქვს. და ვისგან მიეცა? საკუთარი თავისა და თვ...
ფსალმუნები 118:91
90. თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.91. შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.92. რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
ფსალმუნები თავი 118