მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 17:3

2. და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.3. უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, - ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.4. ქებულია, ვიძახი, უფალი, და მტრებისაგან გადამარჩენს.
ფსალმუნები თავი 17
3. უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, - ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 2003 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის ღვთისმოყვარე, მშვიდობისმოყვარე სამწყსოს::

...რაფოთ. ასე რომ, „სინას უდაბნოს“ დაძლევა მოგვიწევს და გარკვეულ ხანს ფარაონიც მოინდომებს ჩვენს დევნას, მაგრამ თუ უფალი იქნა მწე ჩვენდა და მფარველ ჩვენდა, ვისა გვეშინოდეს?! (ფს.) მაშ, დავით მეფის სიტყვებით შევსთხოვოთ ღმერთს: „შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქვეშე“ ().

მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, უნდა ვიყოთ უფალთან, ანუ უნდა ვიყოთ წევრნი ჩვენი წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელმაც ოცი საუკუნის მანძილზე შეურყვნელად დაიცვა ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლება და შეგვანარჩუნებინა ჩვენი სული, ჩვენი მამული, ჩვენი საოცარი კულტურა.

წმიდა მამები ხშირად შეგვახსენებენ ეკლესიის მნიშვნელობას მორწმუნის ცხოვრებაში. როგორც ვთქვით, ადამიანი აქ, უპირველეს ყოვლისა, მოიპოვებს სულიწმინდის მადლს და ნამდვილ თავისუფლებას, ადვილად სძლევს სიძულვილის, უნდობლობისა და გაუტანლობის ატმოსფეროს, დაცულია სიმარტოვის მძიმე განცდისა და ყველანაირი მიწიერი შიშისაგან.

ძოციქული პავლე ჩამოთვლის სულიწმინდის ნიჭთ, რომელთაც ადამიანი ეკლესიის მეოხებით ეზიერება: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება“ (გალატ. 5,22-23). აი, ამ საფუძველზე უნდა დააშენოს ნებისმიერმა კეთილ...

სრულად ნახვა