...„აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა“ (). ეს ასე თქვა, რათა ეჩვენებინა, რომ აღდგომა რისხვის გარეშეც შეიძლება, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო“ (). ხოლო როცა „აღდეგ“-ს ისმენ, ნურაფერს სხეულებრივს იეჭვებ. რადგან როგორც ღმერთზე „ჯდომა“ სხეულებრივად არ არის ნათქვამი, ასევე არც ეს. რადგან, ამბობს: „ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე“ (). მაშ, რა არის ის, რაც ჯდომით იგულისხმება? ბუნების სიმტკიცე, დამყარებულობა, სიმყარე და მუდმივობა, რაც მან საწინააღმდეგო დაპირისპირებითაც ცხადყო. რადგან, როცა თქვა: „ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე“ (), შემდეგ დასძინა: „სახელები მათი აჰჴოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“ (
ფსალმუნები 3:7
6. ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხის, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან.7. აღსდეგ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს, ბოროტეულებს უმუსრავ კბილებს.8. უფლისაგან არის ხსნა და შენი კურთხევა შენს ერზე. სელა.
ფსალმუნები თავი 3