მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 39:3

2. და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფეხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები.3. და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა - განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეშინდება და მიენდობა უფალს.4. ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ.
ფსალმუნები თავი 39
3. და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა - განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეშინდება და მიენდობა უფალს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქრისტეს გამოჩინების სიყვარული და საღმრთო წყურვილი:

...ამქვეყნიური საქმეები წყალია, რადგან ამბობს: „შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე“ (), როგორც წამღები ნიაღვარი. სულიერი საქმეები კლდეა, რადგან ამბობს: „და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერჴნი ჩემნი“ (). ამქვეყნიური საქმეები ლამი და ტალახია; ამათგან თავი ამოვიზიდოთ, რადგან ასე შევძლებთ ქრისტეს გამოჩინებას ვეწიოთ. ყოველივე, რაც დაგვატყდება, დავითმინოთ; ყველაფერში საკმარისი ნუგეშია ქრისტესთვის ვნება; ეს საღმრთო შემლოცველი სიტყვა გავიმეოროთ და ჭრილობის ტკივილი შეწყდება. და როგორ შეიძლება ქრისტესთვის ვნება? — ამბობს. ვინმემ ცილი დაგწამა უბრალოდ, არა ქრისტესთვის? თუ დიდსულოვნად აიტან, თუ მადლობას შესწირავ, თუ მისთვის ილოცებ, ამ ყველაფერს ქრისტესთვის აკეთებ. თუ დაწყევლი, თუ გულისწყრომას აჰყვები, თუ შურისგებას შეეცდები, თუნდაც ვერ შეძლო, ეს ქრისტესთვის არ არის, არამედ ზიანი იტვირთე და შენი ნების გამო ნაყოფს მ...

სრულად ნახვა