მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 43:2

1. გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა მოძღვრება. ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში.2. შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.3. ვინაიდან მათ ხმლით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.
ფსალმუნები თავი 43
2. შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ფსალმ 22:4); და კვლავ: „არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა" (); და კვლავ: „შევირაცხენით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი" () — ამით იგი ღვთისადმი მათ მხურვალე სიყვარულს აჩვენებს. ხოლო როცა კვლავ ანგელოზებთან ერთად გალობენ — რადგან მაშინ ანგელოზებიც გალობენ — და ამბობენ: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა" (), მაშინ, როცა ჩვენ ვამთქნარებთ, ვიფხანთ, ვხვრინავთ, ან უბრალოდ ზურგზე ვწევართ და ათასგვარ სიცრუეზე ვფიქრობთ, როგორია, რომ ისინი მთელ ღამეს ამაში ატარებენ?

როცა კი დღე უნდა გათენდეს, უკვე ისვენებენ; და როცა ჩვენ საქმეებს ვიწყებთ, მათ დასვენების დრო აქვთ. დღე რომ დადგება, ჩვენგან თითოეული მეორეს უხმობს, გასასვლელ საქმეებზე საუბრობს; თუ ბაზარში მიდის, მთავარს წარუდგება, კანკალებს და ანგარიშგების ეშინია; ერთი სცენაზე მიდის, მეორე — თავის საქმიანობასთან....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა“ (17,19).:

...რავ შესაწირავადო, გინა თუ ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან თავადი და წინამძღუარი ამას იქმს, ვითარმცა იგინი იქმან, რამეთუ იგინიცა შეიწირვიან; რამეთუ იტყჳს: „წარუდგინენით ასონი თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად“, და ვითარმედ: „შევირაცხენით, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“, ; და თჳნიერ სიკუდილისა მსხუერპლად და შესაწირავად ჰყოფს მათ. ხოლო ვინაჲთგან სიკუდილად მივიდოდა, თქუა: „ამათთჳს მე წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა“. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ მოციქულთათჳს ოდენ იტყჳს ამას, ამისთჳს შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მათთჳს გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ“ (17,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა კუალად განაძლიერნა სულნი მათნი, უჩუენა რაჲ, ვითარმედ მრავალნი მოწაფე-ყოფად არიან მათდა, რამეთუ ვინაჲთგან რომელი მათ უმეტესად აქუნდა, ზიარ სხუათასა გამოაჩინა, კუალად ნუგეშინის-სცა, მოასწავა რაჲ, ვითარმედ სხუათა მრავალთა ცხორებისა მიზეზ ყოფად არიან. ხოლო ვინაჲთგან თქუა შეწირვისა მისთჳს მათისა და ცხორებისა და რაჲთა წმიდა იყვნენ ჭეშმარიტებითა, კუალად იწყებს სიტყუად ერთობისათჳს და მას ზედა აღასრულებს სიტყუასა თჳსსა; რომლი...

სრულად ნახვა