მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 83:2

1. გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, კორახის ძეთაფსალმუნი. რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!2. ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს.3. ჩიტმაც კი ჰპოვა სახლი და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას ბარტყები თვისი შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!
ფსალმუნები თავი 83
2. ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს.
მოძღვრება თქმული სოფლის დიხაშხოს ეკლესიის კურთხევაზედ
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ვინაიდგან, მადლითა და შეწევნითა ცხოველს-მყოფელისა სამებისათა დღეს ვაკურთხეთ საყდარი ესე, აღშენებული მისსა სახელსა ზედა, აწ, მისითავე შეწევნითა და ძალითა, აღვხსნათ და შევიტყოთ რა ძალი და მნიშვნელობა აქვს საყდარსა ჩვენ, ადამიანთათვის.

ამა საგანსა მშვენივრად და ღვთივ-გონიერად აღგვიხსნის წინასწარმეტყველი და მეფე დავით ერთსა შინა ფსალმუნსა თვისსა, რომელიც კიდეც ხშირად წაიკითხების და გესმისთ თქვენ საყდარსა შინა. ამოვკრიბოთ რომელნიმე მუხლნი ამ ფსალმუნისაგან და აღვხსნათ იგინი, და იქიდგან კარგად შეიტყობთ, რაი არს საყდარი, და რა რიგად უნდა იქცეოდეს კაცი მას შინა.

ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო! სურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. ესრედ დაიწყებს წინასწარმეტყველი დავით იმ ფსალმუნს, რომელსა შინა აღწერს ეკლესიის მნიშნველობასა. საყოფელი უფლისა არის სადგომი, ანუ სახლი უფლისა. მართალია მთელი ცა და ქვეყანა და ყოველი ადგილი არის საყოფელი, ანუ სადგომი უფლისა, გარნა ქვეყნისა ზედა უაღრესად და უმახლობელესად საყოფელი უფლისა არის საყდარი, ანუ ეკლესია. რისთვის? მისთვის, რომ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის