მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რიცხვნი 11:2

1. როცა დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინვა უფლის გასაგონად, მოესმა უფალს და აინთო რისხვით. აღიგზნო მათში უფლის ცეცხლი და შთანთქა ბანაკის განაპირი.2. შეჰღაღადა ხალხმა მოსეს და შეევედრა მოსე უფალს და დაცხრა ცეცხლი.3. უწოდეს ამ ადგილს სახელად თაბყერა, რადგან იქ აღიგზნო უფლის ცეცხლი.
რიცხვნი თავი 11
2. შეჰღაღადა ხალხმა მოსეს და შეევედრა მოსე უფალს და დაცხრა ცეცხლი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...რისტე იქადაგების"** (), — ამბობს. მოისმინე, რას ეუბნება მოსე მათ, ვისაც მისი გაღიზიანება სურდათ, მაშინ, როცა ელდადი და მოდადი წინასწარმეტყველებდნენ: „და შენცა მეშურობ მე? და ვინ მომცეს ყოველი ესე ერი წინასწარმეტუელად" ()7. ეს ყოველივე კი დიდებისმოყვარეობისაგან ხდება. განა ეს მტერთა და მოწინააღმდეგეთა საქმე არ არის?

ვინმემ შენზე ბოროტად ილაპარაკა? შენ კი შეიყვარე იგი. და ეს როგორ შეიძლება? შესაძლებელია, და ფრიადაც შესაძლებელია, თუ მოინდომებ. ხოლო თუ იმას შეიყვარებ, ვინც შენზე კეთილად თქვა, მადლი აღარ გერგება; რადგან ეს უფლისთვის კი არ გაგიკეთებია, არამედ ქების გამო. ვინმემ გავნო? კეთილი უყავი; ხოლო თუ მას სიკეთეს უყ...

სრულად ნახვა