რიცხვნი 11:20
19. არა ერთ დღეს იქნებით მისი მჭამელი, არა ორ დღეს, არა ხუთ დღეს, არა ათ დღეს და არა ოც დღეს,20. არამედ მთელს ერთ თვეს, ვიდრე ცხვირიდან არ გადმოანთხევთ და არ შეგზიზღდებათ, რადგან შეიძულეთ უფალი, თქვენს შორის მყოფი, და მოთქვამდით მის წინაშე, რისთვის გამოვდიოდით ეგვიპტიდანო?21. თქვა მოსემ: ექვსასი ათასია ეს ხალხი, რომელთა შორისაც მე ვიმყოფები; შენ კი ამბობ, ხორცს მივცემ და ერთ თვეს ეყოფათო საჭმელად.
რიცხვნი თავი 11