რიცხვნი 13:23
22. წავიდნენ და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის მისასვლელთან.23. გაემართნენ სამხრეთში და მიადგნენ ხებრონს. იქ მკვიდრობდნენ ახიმანი, შეშაი და თალმაი - ყანაკის ნაშიერნი. ხებრონი ეგვიპტის ცოყანზე შვიდი წლით ადრე იყო აშენებული.24. მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ ვაზი თავისი მტევნითურთ და კეტით წამოიღო ორმა; აგრეთვე ბროწეული და ლეღვის ნაყოფები.
რიცხვნი თავი 13