რიცხვნი 18:16
15. ყოველი ხორციელის პირველნაშობი, რომელსაც უფალს მიართმევენ, ადამიანი იქნება თუ პირუტყვი, შენ გეკუთვნის. ოღონდ ადამიანის პირმშო გამოისყიდე და უწმიდური პირუტყვის პირველნაშობიც გამოისყიდე.16. მათი გამოსასყიდია: ერთი თვის შემდეგ გადაიხადე დაახლოებით ხუთი შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელით, ანუ ოცი გერა.17. მხოლოდ ძროხის პირველმოგებულზე ან ცხვრის პირველმოგებულზე და თხის პირველმოგებულზე ნუ გადაიხდი გამოსასყიდს: წმიდა არიან. მათი სისხლი სამსხვერპლოს უნდა ასხურო, ხოლო ცხიმი უნდა აკმიო კეთილსურნელებად უფლისათვის.
რიცხვნი თავი 18