რიცხვნი 18:20
19. მთელი წმიდა ღალა, რომელსაც ისრაელიანები უხდიან უფალს, შენთვის, შენი ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის მომიცია, სამარადისო წესით. ეს არის სამარადისო აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვისა და შენი შთამომავლობისათვის.20. უთხრა უფალმა აარონს: მათ ქვეყანაში ვერაფერს დაიმკვიდრებ და არ გექნება წილი მათ შორის. მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.21. ლევიანებს კი, აჰა, მივეცი სამკვიდროდ ყველაფრის მეათედი, რაც ისრაელშია, მათი სამსახურის სანაცვლოდ, რასაც სადღესასწაულო კარავთან ასრულებენ.
რიცხვნი თავი 18