რიცხვნი 18:6
5. შეასრულეთ საწმიდარის წესი და სამსხვერპლოს წესი, რომ რისხვა აღარ დაატყდეთ ისრაელიანებს.6. აჰა, მე გამოვარჩიე თქვენი მოძმეები - ლევიანები ისრაელიანთაგან, თქვენთვის არიან ისინი მოძღვნილნი საუფლოდ, რათა გასწიონ სადღესასწაულო კარვის სამსახური.7. შენ და შენმა შვილებმა კი აღასრულეთ მღვდლობის წესი სამსხვერპლოსთან და ფარდის უკან, და იმსახურეთ. მღვდლობის სამსახური მომინიჭებია თქვენთვის. თუ უცხო ვინმე შეუდგება სამსახურს, უნდა მოკვდეს.
რიცხვნი თავი 18