რიცხვნი 19:19
18. აიღოს ვინმე სუფთა კაცმა უსუპი და დაასველოს წყალში, ასხუროს კარავს, ყოველ ჭურჭელს, ყოველ კაცს ვინც იქ არის, ყველას, ვინც ძვალს, ან მოკლულს, ან მჯდარს, ან სამარხს მიჰკარებია.19. ასხუროს სუფთამ გაუწმიდურებულს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და ჩამოერეცხება ცოდვა მეშვიდე დღეს. გაირეცხოს ტანისამოსი, წყალში იბანოს და საღამოთი გაწმიდავებული იქნება.20. თუ ვინმე გაუწმიდურებულია და არ ჩამოირეცხავს ცოდვას, უნდა მოიკვეთოს იგი საზოგადოებიდან, რადგან წაბილწა უფლის საწმიდარი: გამაწმიდავებელი წყალი არ უსხურებია, უწმიდურია იგი.
რიცხვნი თავი 19