რიცხვნი 22:21
20. მივიდა ღმერთი ბალაამთან ღამით და უთხრა: თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და წაჰყევი მათ. ოღონდ როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი.21. ადგა ბალაამი დილით, შეკაზმა სახედარი და წაჰყვა მოაბის თავკაცებს.22. აინთო ღვთის რისხვა მისი წასვლის გამო და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად. ის კი შემჯდარიყო თავის სახედარზე და მიდიოდა ორი მსახური ბიჭის თანხლებით.
რიცხვნი თავი 22