რიცხვნი 22:23
22. აინთო ღვთის რისხვა მისი წასვლის გამო და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად. ის კი შემჯდარიყო თავის სახედარზე და მიდიოდა ორი მსახური ბიჭის თანხლებით.23. დაინახა სახედარმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში, გადაუხვია გზიდან და წავიდა ყანებზე, მინდვრებზე. დაუწყო ცემა ბალაამმა სახედარს, რომ მოებრუნებინა გზისკენ.24. დადგა უფლის ანგელოზი ბილიკზე ვენახებს შორის, ერთ მხარესაც ღობე იყო, მეორე მხარესაც ღობე.
რიცხვნი თავი 22