რიცხვნი 22:36
35. უთხრა უფლის ანგელოზმა ბალაამს: წაჰყევი ამ ხალხს, ოღონდ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი. წაყვა ბალაამი ბალაკის თავკაცებს.36. გაიგო ბალაკმა, რომ მოდის ბალაამი, და გამოვიდა მის შესახვედრად მოაბის ქალაქისკენ, რომელი არნონის საზღვართან მდებარეობს, ზედ საზღვარზე.37. უთხრა ბალაკმა ბალაამს: ხომ გამოვგზავნე ხალხი შენს დასაძახებლად? რატომ არ მოდიოდი ჩემთან? ნუთუ მართლა ვერ შევძლებ შენს პატივისცემას?
რიცხვნი თავი 22