რიცხვნი 28:12
11. ყოველი თვის დასაწყისში შესწირეთ აღსავლენად უფალს: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი.12. საძღვნოდ ეფის სამი მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო კურატზე და ეფის ორი მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო ვერძზე.13. საძღვნოდ ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო ცხვარზე. აღსავლენი, კეთილსურნელება, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
რიცხვნი თავი 28