რიცხვნი 33:54
53. დაიმკვიდრეთ ქვეყანა და დასახლდით იქ, რადგან თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად.54. დაუნაწილეთ წილისყრით ქვეყანა თქვენს გვარეულობებს: მრავალრიცხოვანს მეტი წილი მიეცით, მცირერიცხოვანს ნაკლები წილი მიეცით. ვისაც სად შეხვდება წილი, იქ დაიმკვიდროს. მამა-პაპის შტოთა მიხედვით დაინაწილეთ.55. თუ არ აჰყრით ქვეყნის მკვიდრთ, იქ დარჩენილნი ეკლად ექცევიან თქვენს თვალებს და ნემსებად - თქვენს ფერდებს, შეგავიწროებენ იმ ქვეყანაში, სადაც იცხოვრებთ.
რიცხვნი თავი 33